ქუთაისისთვის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისი მერსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს წინ აღუდგეს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმებას.
„მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისათვის. „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო ქუთაისი ნაცვლად პოლიტიკური ცენტრისა, საგანმანათლებლო ცენტრისა, გადაიქცა ორმოების ქალაქად და ხვალ უპირებენ პოლიციელების სავარჯიშო პოლიგონი გახადონ“- ამბობს შუშანია.