03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის.

არასამთავრობო სექტორი საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების კანონპროექტი მოამზადა.

ინიციატივის მიხედვით, კოდექსს 332-ე პრიმა მუხლი უნდა დაემატოს, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურში მიღებისას კონკრეტული პირი დაარღვევს კონკურსის წესებს, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება - დაუწესდება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ასევე ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება 3 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში ჩართული იქნებიან პოლიტიკური პირები, პასუხისმგებლობა დამძიმდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები