03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
აქცია ისნის გამგეობასთან მოსახლეობასა და გამგებელს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ისნის გამგეობასთან შეკრებილი მოქალაქეები რაიონის გამგებელს დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები გამგებლის მიერ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას აპროტესტებდნენ. მათ ვახტანგ ქიზიყურაშვილს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს. კამათი აქციის მონაწილეებსა და გამგებელს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ისნის რაიონის გამგებელი კი აცხადებს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძინეს მხოლოდ ტელევიზორი და მაცივარი და ამან გამოიწვია ხმაური გამგეობასთან.

აქციაზე იმყოფებოდა ადვოკატი გოგა ონიანი, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა სასწრაფოდ გადააყენოს მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებს.

 

 

დღის ამბები