19 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
"გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად" - დავით ზალკალიანი

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას 24-28 სექტემბერს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ასევე ორგანიზაციის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.

დღის ამბები