08 დეკემბერი 2024,   23:23
ვრცლად
როდესაც ეკლესიას ხელს დაუქნევ, ცოტა სამარცხვინოა... მასში ეკლესია საერთოდ არ ზის - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

„ძალიან ცდება,“ - ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა კონკორდატთან დაკავშირებით ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას თავს ეკლესიას დაესხა და ისინი კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

მეუფე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეკლესიას სწორედ მან „დაუქნია ხელი“.

„ხანდახან ჩვენ მართლა გამოგვდის და გუშინ პატრიარქმაც გამოსცა თავისი განკარგულება, რომ სასულიერო პირებს და მთავრობას მოგვიწოდა, რომ რაღაცნაირად გადავდივართ, გინდა-არგინდა, უნებლიედ გადავდივართ შეურაცხყოფაზე. ადამიანები ვართ და, რომ გიჩქმეტს კაცი, ადეკვატურ საქციელს ღებულობ. ასე რომ, მე არ მინდა, მწვავე ვიყო, მაგრამ როდესაც ასეთ ჩხვლეტას აკეთებს და ეკლესიას ხელს დაუქნევ, ყველაზე რბილად, ცოტა სამარცხვინოა. თან წინა გადაცემებში ამბობს, რომ მე ვინ ვარ, რომ მე ეკლესიის და მღვდელმთავრების აზრი განვიკითხო და უცებ, მეორე დღეს გამოდიხარ და წითელ ბარათს გვიჩვენებ, სად არის პარალელი,“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

მეუფე სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ეს რაღაც შეურაცხყოფაა, პიროვნული შეურაცხყოფაც არის და ახლა მე ვერ გავმიჯნავ ჩემში, სად ზის მიტროპოლიტი და სად ზის პიროვნება. მე ამას ვერ გავმიჯნავ, ეს ერთად ერის შერწყმული. კოკასა შინა რაც არის, იგივე გადმოდინდება. არ გინახავს, რომ ადამიანს შეხედავ, არ მოგწონს და მიზეზზე ხარ რაღაც, დაახლოებით, გამოდის, რომ მასში ეკლესია საერთოდ არ ზის და როდესაც გონიერებას უხმობს, იცის, რომ ეს ცუდია და მალავს, მაგრამ როდესაც უკვე კონტროლის მარწუხებს გაუშვებს, მაშინ უკვე ის ამოდის,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს გაცნობიერებული არა აქვს ეკლესიის როლი სახელმწიფოს არსებობაში.

„სხვა რაღაც აწუხებს, სიძულვილის ტოლფასი იმიტომ, რომ გეუბნებით, ქალბატონმა სალომემ აბსოლუტურად ეკლესიის როლი არ იცის, არც წინა ისტორიაში, არც დღევანდელში, ნამდვილად ვერ ხედავს, მას როგორც გითხარი, ჰგონია, რომ ეს არის რაღაც ინსტიტუტი, რაღაც დანართი,“ - აცხადებს მეუფე.

მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდეს.

„ფაქტობრივად, ბრძოლა არის, გამოდის ეკლესიის წინააღმდეგ ეს ბრძოლა. ე.ი. შენ ეკლესია გინდა, კუთხეში დააყენო. აბა, რა არის ახლა ეკლესიის კუთხეში დაყენება,“ - აცხადებს მეუფე.

დღის ამბები