03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას უმცირესობა მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნეპოტიზმის შემთხვევები არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ისინი მხარს დაუჭერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საკანომდებლო ინიციატივას.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, თუმცა მხოლოდ ეს პრობლემას ვერ გამოასწორებს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე კი აცხადებს, რომ ნეპოტიზმი არის მიუღებელი მოვლენა და ის უნდა იყოს დასჯადი.

„ეს მოვლენა ანტისახელმწიფოებრივია და მისი აკრძალვა, მისი კრიმინალიზაცია შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ცალკეულ გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი შესწავლა,” - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავენ უმრავლესობაში და ისინი მხარს არ უჭერენ ინიციატივას.

„ის, რომ საჯარო სამსახურში ნეპოტიზმი არ უნდა იყოს და ბერკეტები უნდა არსებობდეს, რომლებიც ამას აღკვეთს, ეს ჩემთვის სადავო არ არის, თუმცა ყველაფრის კრიმინალიზაცია და სასჯელების ოდენობის გაზრდა, როგორც წესი, არ იძლევა იმ ეფექტს, რასაც ველოდებით,” -განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები