21 დეკემბერი 2024,   22:07
ვრცლად
"მოღალატე" - ბათუმში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა

ბათუმში საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა.

ბათუმის ოპერის თეატრში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ მოღალატე უწოდა. ქობულეთელი ასლან ვაშაყმაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე არ აქვს უფლება, რომ პრეზიდენტი გახდეს.

„რაც მინდოდა თქმა ვუთხარი. მოღალატე ხარ და არ აქვს საქართველოს პრეზიდენტობის უფლება მაგ ქალბატონს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, არ აქვს უფლება. თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დაადანაშაულა მაგაში. ნებისმიერ ქალაქში გავაპროტესტებ მის გამოსვლას, ნებისმიერ შეხვედრაზე იმიტომ, რომ ეგ ქალი არ არის საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი,“ - განაცხადა ვაშაყმაძემ.

ასლან ვაშაყმაძე დარბაზიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გაიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დარბაზში მომხდარი ინციდენტი უარყო და ჟურნალისტებთან დამატებით კომენტარი არ გააკეთა. 

დღის ამბები