19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
შეტევა როგორც მედიაზე, ასევე ბიზნესზე, მონოპოლიების ჩამოყალიბება - ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს აფასებს 

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

საუბარია ჩანაწერზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე განხორციელებულ სავარაუდო რეკეტს ასახავს. 

გიორგი ვაშაძის თქმით, აუდიოჩანაწერი ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ეს არის პირდაპირი შეტევა როგორც მედიაზე, ასევე ბიზნესზე. ეს არის ფაქტობრივად, მონოპოლიების ჩამოყალიბების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში მიდის. ეს არის მედია რესურსების, რომელიც ოდნავ თავისუფალ სიტყვას ამბობს, ყველაზე პირდაპირი შეტევის საკითხი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ბიზნესზე რეკეტის დასასრული 28 ოქტომბრის არჩევნები იქნება.

„ეს ხელისუფლება არაფერს არ გამოიძიებს, ამიტომ არსებობს არჩევნები, 28 ოქტომბრის არჩევნებს აქვს პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ან გრძელდება ეს კატასტროფა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ან ვამთავრებთ  ამ ყველაფერს, დამნაშავე ციხეში ზის და ქვეყანა იწყებს ნორმალურ განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული ახალი აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

დღის ამბები