21 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
მომავალი პრეზიდენტი ვერ ლაპარაკობს ჯერ ამ საკითხზე - სალომე ზურაბიშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმესა და სკანდალურ ჩანაწერებზე 

„მომავალი პრეზიდენტი ვერ ლაპარაკობს ჯერ ამ საკითხზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, ის არ იცნობს მასალებს და შესაბამისად, არ აკეთებს კომენტარს. თუმცა ამავდროულად ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. 

„როცა მექნება ყველა ფაქტები, მაშინ გავაკეთებ. მე როცა შევისწავლი მაშინ გეტყვით. გამოძიება ყველაფრის უნდა მოხდეს ყველაფრის,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები