"ომეგა ჯგუფის" საქმე და მორიგი სკანდალური ჩანაწერები - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
საქმე ეხება "კურიერის" მიერ დღეს მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერს, საიდაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება. აუდიოჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.
არჩილ თალაკვაძე იმ პირებს, ვინც „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ, გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს.
„მე არ ვიცი, რა მოლოდინები არსებობდა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ეს ჩანაწერები ცალ-ცალკე გააცნო საზოგადოებას. თავიდანაც ვთქვი და ახლაც მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, დროულად მიაწოდონ პროკურატურას ეს მასალა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია და თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ამაზე იქნება პრინციპული რეაგირება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.