პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ამომრჩევლებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს გააცნო და ახალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზეც ისაუბრა.
„მე მგონი, ერთი ნაწილი იმ აგრესიის, რაც არსებობს ახალგაზრდებში და დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ეს არის მოცემულობა და არა მხოლოდ ჩვენთან, რომ ეს აგრესია იზრდება. ერთ-ერთი, ამ აგრესიის კანალიზაცია ხდება სწორედ ამ ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით და ჩვენ ამას უნდა მეტი დატვირთვა მივცეთ ყველა სკოლებში და ამაზეც უნდა ალბათ, ერთად ვიმუშაოთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბათუმის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რეგიონის განვითარებაში.