03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცი შედის?

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ანტიკორუფციული კავშირის’’ წარმომადგენლებმა ბაგა-ბაღებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დარღვევის ფაქტები განიხილეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვაჟა ბურჯანაძის განცხადებით, ბაღებში უხარისხო ხორცი შედის, რაც აღსაზრდელების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

დღესვე გია ბურჯანაძემ ბაღებში არსებულ კორუფციის ფაქტებზე ილაპარაკა, რაშიც მან მერიასთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დაადანაშაულა.

სააგენტოში ბრალდებებს უარყოფენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მათ არ გააჩნიათ ფაქტები," - აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

დღის ამბები