"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, დასტურდება, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალ კომპანია "ოჯითი"-ს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტი რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ, თუმცა უწყებამ შესაბამისი კომისიის სხდომის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.
საია მიზეზების განმარტებას ფინანსთა სამინისტროდან ითხოვს. გარდა ამისა "ახალგაზრდა იურისტები" ითხოვენ, ინფორმაციის გამოქვეყნებას თუ რამდენმა პირმა მიმართა უწყებას ბოლო ორი წლის განმავლობაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით და აქედან რამდენი დაკმაყოფილდა.
„როგორც სახაზინო სამსახურის პასუხიდან ირკვევა კომისია არ შეკრებილა. აუცილებელია განმარტება მივიღოთ რატომ არ შეიკრიბა აღნიშნული კომისია.
საქართველოს მთავრობამ აუცილებელია გამოაქვეყნოს ინფორმაცია, მიღებულ იქნა თუ არა სხვა კომპანიებთან მიმართებაში ანალოგიური გადაწყვეტილება“- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ გოგესაშვილი.