03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბათუმის სასტუმროები დახურვის საფრთხის წინაშე დგას

ბათუმის სასტუმროები დახურვის საფრთხის წინაშე დგას. ტურისტების სიმცირის გამო, სასტუმროს მეპატრონეები თანამშრომლებს ამცირებენ. მათი განცხადებით, ტურისტების ნაკადი განსაკუთრებით წელს შემცირდა.

ბათუმის სასტუმროების მეპატრონეები ტურისტების ნაკადის შემცირებას სავიზო რეგულაციების გამკაცრებით ხსნიან. იმ შემთხვევაში, თუ ბარიერი არ მოიხსნა, არ გამორიცხავენ, რომ საკურორტო ზონაში სასტუმროები მასობრივად დაიხუროს.

პრობლემებია სხვა ქალაქებშიც. ქუთაისის სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, სასტუმროების დატვირთვა 30%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო სასტუმროებმა მომსახურების ტარიფები შეამცირეს კახეთში, ვიზიტორთა რაოდენობა აქაც დღითი-დღე იკლებს. სასტუმროს მეპატრონეები ხელისუფლებას სავიზო რეგულაციების გამარტივებას ურჩევენ.

ტურისტების ნაკადის შემცირებას ადასტურებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გიორგი ჩოგოვაძეც ამის მიზეზად სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ასახელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარებას საერთაშირისო მედიაფორუმების მეშვეობით გეგმავს.

ექსპერტები და ანალიტიკოსები კი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევენ და სავიზო რეგულაციების გამარტივებას აუცილებლად მიიჩნევენ.

დღის ამბები