19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
"21-ე საუკუნის ორჯონიკიძე, კანაფის დედოფალი, გამყიდველი" - ზურაბიშვილის შეხვედრა ლანჩხუთში ხმაურით დასრულდა

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა ლანჩხუთში ხმაურით დასრულდა. ქართული ოცნების რჩეული კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ, მასთან გასაუბრებას სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის ახლობლები ცდილობდნენ. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატის გარემოცვამ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ამის საშუალება არ მისცა, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია.  

"მოღალატე," - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 

„ეგ არის 21-ე საუკუნის ორჯონიკიძე, კანაფის დედოფალი, გამყიდველი,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, არჩილ სიხარულიძემ. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საპროტესტო აქცია საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაა.

„ეს არ არის ევროპული კამპანია. ეს არის ძველი საბჭოთა სისტემის გაგრძელება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები