03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
თბილისში სახელოვნებო სკოლის პედაგოგები ხელფასს ვერ იღებენ

თბილისის მერიის მიმართ პრეტენზიები აქვთ იმ სახელოვნებო სკოლის პედაგოგებს, რომლებსაც უკვე რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ. მუნიციპალიტეტი ფინანსთა სამინისტროს, სამინისტრო კი მერიას ადანაშაულებს.

მერიაში ხელფასებისა და სტიპენდიების დაგვიანებას "შეფერხებას" უწოდებენ. მიზეზად კი კულტურის საქალაქო სამსახურში მუნიციპალური სამსახურების ხაზინის ერთიან სისტემაში გადასვლას ასახელებენ.

მერიაში გაკეთებულ განმარტებას არ ეთანხმებიან ფინანსთა სამინისტროში. უწყებამ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

მერიასთან დღეს ხელფასების მოთხოვნით პედაგოგებმა აქცია მოაწყვეს. ისინი ფიქრობენ, რომ მერია მათი სასწავლებლების შენობების გასხვისებით არის დაინტერესებული და პრობლემაც აქედან მოდის.

ვიდრე ორი სახელმწიფო უწყება ურთიერთობებს არკვევს, მასწავლებლები და მათი მოსწავლეები კუთვნილ თანხას ამაოდ ელოდებიან. 

დღის ამბები