19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
გამოცდები და კონკურსები ძალიან ხშირად ტარდება - გიორგი ვოლსკი TI-ის კვლევას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, საჯარო სამსახურში 6 500 თანამშრომლიდან კონკურსის წესით მხოლოდ 4 პროცენტი დასაქმდა.

გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის შედეგად ხდება. ვოლსკი, ასევე, აღნიშნავს, რომ, თუ საჯარო სამსახურში ვინმე ნაცნობობით არის დანიშნული, ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა გაიგოს.

„გამოცდები და კონკურსები ძალიან ხშირად ტარდება, შედეგებიც ძალიან ბევრჯერ გაგვიგია, იქ 4 პროცენტი, 5 პროცენტი, ცოტა ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ მე მაინც კონკრეტიკისკენ მოვუწოდებდი ყველას. თუ სადმე ვინმე ნაცნობობით არის ისე, რომ არ გააჩნია არც გამოცდილება და არც ცოდნა, აუცილებელია, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ, პრესამ, მედიამ ამის შესახებ იცოდეს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კვლევის ავტორების თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმება, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით ხდება, რაც მმართველ გუნდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს საარჩევნოდ.

დღის ამბები