19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"გირჩი" არის ივანიშვილის - პაატა ბურჭულაძე

საოპერო მომღერალი, პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარე, პაატა ბურჭულაძე, არჩევანის ეთერში პლატფორმა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის შესახებ საუბრობს და მასში შემავალ პარტიებზე საუბრობს.

მისი თქმით, ბლოკში რღვევა ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ბურჭულაძე გირჩის დატოვებას ეხმაურება.

პაატა ბურჭულაძე გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბლოკის დატოვების მოტივად აღნიშნა, რომ ბურჭულაძე საარჩევნო სიაში მოხვედრისთვის ბლოკის წევრებს ფულს ითხოვდა.

ბურჭულაძის თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ის იყო, რომ არჩევნების წინ ბლოკი დაშლილიყო, რასაც მიაღწიეს.

ბურჭულაძის თქმით, გირჩი ივანიშვილის პარტიაა და მაშინ ბლოკში თანხაც ივანიშვილის ფინანსებით აპირებდა.

„ნახეთ, საიდან ირკვევა, რომ ეს ორგანიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მარიხუანაზე საუბარი არ იყო, როდესაც მარიხუანაზე დაიწყეს საუბარი. ეს აგორებულია ყველაფერი აქედან,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, ლოგიკურია, რომ გირჩი ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რადგან დღეს მარიხუანას კანონპროექტი შეტანილია პარლამენტში.

„ლოგიკურად რომ მივყვეთ აზრს, ეს იყო გათვლილი უკვე მაშინ იმიტომ, რომ არ შეიძლება, ერთ დღეს თქვა, რომ ხვალიდან მე ლეგალიზაციას ვუკეთებ მარიხუანას საქართველოში. ეს უნდა მომზადდეს, ხალხში მომწიფდეს და ეს იყო, მწიფდებოდა და დღეს მივედით და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღის ამბები