დანაშაულში თანამონაწილეობა და კორუფცია - „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
იმ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გავრცელებულ აუდიჩანაწერში თამბაქოსა და კომპანია „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების საქმეში ფიგურირებენ თავის მართლება ბრიტანულ სასამართლოში მოუწევთ.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვისაც ლონდონის სასამართლოში წარდგენა და უდანაშაულობის დამტკიცება მოუწევთ.
თავად ნოდარ ხადური „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ აქამდე არ გაუგია ლონდონის სასამართლოში რომ უჩივლეს.
"მე ახლა, თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ არც ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა და რა სარჩელი უნდა გაკეთდეს ლონდონის სასამართლოში ნოდარ ხადურის წინააღმდეგ? ალბათ, ეს ცოტა ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.
მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე მზად ვარ დავადასტურო რომ არანაირ არაფორმალურ ურთიერთობაში "ომეგა ჯგუფთან" არ ვყოფილვარ. ისევე როგორც სხვა ბიზნეს ჯგუფებთან და თუ რამე მაქვს გაკეთებული მაქვს გაკეთებული ოფიციალური გზით და არანაირი კორუფციული გარიგებები ჩემი მონაწილეობით არ შემდგარა,“-განაცხადა ხადურმა.