19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება - "ევროპულ საქართველო" პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს 

"ევროპულ საქართველოში" სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გია თვალავაძის დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ. 

უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააფთიაქო სფეროში არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოყოლია.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება რეალურად არ ებრძვის კორუფციას. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ თვალავაძის დაკავება ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება იყოს.  

„ხელისუფლება კი არ ებრძვის კორუფციას, ის უბრალოდ ცალკეულ ფაქტებს იყენებს პოლიტიკური შურისძიებისთვის და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლა სწორედ ასეთი ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც იმ გუნდმა, რომელსაც მიეკუთვნებოდა ბატონი თვალავაძე, უბრალოდ წააგო ბრძოლა ივანიშვილის კარზე და დღეს ყველაფერი ხდება სწორედ პოლიტიკური მოტივით და პოლიტიკური შურისძიების მიზნით,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები