19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს და კობახიძეს ტყუილში ადანაშაულებს.

”ევროპული საქართველოს” ლიდერი ირაკლი კობახიძეს იმ დასკვნას ახსენებს, რომელიც კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დადო, უმრავლესობამ კი ის არ გაითვალისწინა.

„ამ უტიფარი სიცრუის კამპანია, რომ თითქოს კომისიის დასკვნა დაემთხვა გამოძიების დასკვნას არა და კომისიამ სწორედაც რომ ბევრისთვის მოულოდნელად დაადგინა მტკიცებულებები, რომ არსებობს ახალი ფიგურანტი მ.კ. რომელსაც სწორედაც რომ  უნდა წაეყენოს მკვლელობაში, თანამონაწილეობაში ბრალი. კომისიამ იპოვა ახალი მტკიცებულებები და კერძოდ იპოვა მტკიცებულებები, რომ მას ჰქონდა ცივი იარაღი როდესაც მონაწილეობდა ამ ჯგუფურ მკვლელობაში. კომისიამ დაადგინა არა ხარვეზები, არამედ ის, რომ მირზა სუბელიანის აქტივობის შედეგად, პირდაპირ ხელის დაფარება მოხდა მ.კ.-ზე და ამისთვის გააფუჭეს საქმე,“ განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობა 90%-იანი სიზუსტით არის გახსნილი და მ.კ.-მ სამართალდამცველებს დანაშაულის სწრაფად გახსნის სშუალება მისცა.

დღის ამბები