19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე - ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო დაცვის შესახებ ცვლილებებს აფასებს

„უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო, დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე. ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი,“- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ყოფილი პირველი პირებისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანა ნაცვლიშვილმა ინიციატივას მოქმედ პრეზიდენტზე ანგარიშსწორება უწოდა.

"როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები. სევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტების, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყოფილ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაიცავს. განცხადება სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები