22 დეკემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია" - დავით სერგეენკოს პირველი კომენტარი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებაზე

ჯანდაცვის მინისტრი, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებაზე, პირველ კომენტარს აკეთებს.

დავით სერგეენკო ამბობს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გია თვალავაძის დაკავება უწყების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

მინისტრის თქმით, ყველა კითხვას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.

„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა სამინისტროს რეპუტაციაზე ამა იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა. რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე,“-აცხადებს დავით სერგეენკო.

ამავე თემაზე
დღის ამბები