19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდა

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებულმა ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა. შეხვედრა, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადვოკატიც ესწრებოდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების უკანონო, პოლიტიკური პატიმარია და მას არ ეძლევა საშუალება, რომ მკურნალობის სათანადო კურსი განაგრძოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, რომლებიც ამ შეხვედრის ინიციატორები იყვნენ, აცხადებენ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მერაბიშვილის საქმეზე ინფორმაციას დეტალურად იცნობენ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატების აზრს დიდ მნიშვნელობა ექნება.

„დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ საქმეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში რეგიონში, როგორც უკრაინაში, ასევე აზერბაიჯანში არსებობს სწორედ ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის ფაქტები პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში. მათ ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი  კარგად ესმით და დეტალურად ერკვევიან საქმის ვითარებაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„მერაბიშვილის დაპატიმრება და მისი გამოშვებაც, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. ჩვენ უკვე ორჯერ გვეთქვა გაუგებარი მიზეზით უარი მის გამოშვებაზე ვადაზე ადრე, შესაბამისად, რთულია იმაზე საუბარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, გამოუშვებს თუ არა მას პატიმრობიდან,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები