22 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
შეხვედრა აფხაზეთიოს ომის მონაწილეებთან და დევნილებთან-დავით ბაქრაძემ ვეტერანების პრობლემები მოისმინა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე პირების პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ვეტერანები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არიან დარჩენილი და არც 22 ლარიანი პენსია ყოფნით. დღესვე დავით ბაქრაძე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა, დევნილებს ყველაზე მეტად ბინების დაკანონების პრობლემა აწუხებთ და აცხადებენ, რომ დევნილის ისედაც მცირე თანხიანი დახმარების გამო, სოციალურ შემწეობას უხსნიან. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, დევნილის სტატუსი ხელს არ უნდა უშლიდეს სოციალური დახმარების მიღებას, ვეტერანთა სტატუსი და დახმარება კი მეორე მსოფლიო ომში მონაწილე პირების დახმარებებს უნდა გაუთანაბრდეს. 

დღის ამბები