03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არსამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ” დატოვა

თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არსამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ” დატოვა. აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განმარტებით, მიზეზი გამოვლენილი პრობლემებია, რამაც, მისი თქმით, ეჭვქვეშ დააყენა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა.

„სიდამ” სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც კომისიის საქმიანობის დადებით და უარყოფით მხარეებზეა ყურადღება გამახვილებული. ორაგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ შეცვლილიყო ძირითადი ოქმები.

განცხადებაში საუბარია გასაუბრების ვიდეოჩაწერის აუცილებლობაზეც. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამდენიმე კონკურსანტის საჩივრის საფუძველზე სარჩელის მომზადებას გეგმავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.”

დღის ამბები