22 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
პრემიერმა გააკეთა სწორი აქცენტები - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაეროში პრემიერის გამოსვლას აფასებს

მმართველი გუნდის წევრები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლას აფასებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან პრემიერი მინისტრმა სწორი აქცენტები გააკეთა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრის 18 წუთიანი გამოსვლა ქართულ ენაზე იყო.

„ვფიქრობ, სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა რეგიონში საქართველოს როლზე, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შეტანილ წვლილზე და ამავე დროს მოუწოდა

პარტნიორ ქვეყნებს, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში განვითარების პროცესს.

საქართველო დღეს ნამდვილად მზად არის ამისთვის, ახორციელებს რეფორმებს,რომელიც კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები