"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კახეთის მოსახლეობას ალავერდობის დღესასწაული მიულოცა.
შალვა ნათელაშვილმა ალავერდის ტაძარი მოილოცა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
მისი თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოში არა მარიხუანას კულტივირება, არამედ პრიორიტეტი ხორბლითა და მარცვლეულით მდიდარი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა იქნება.