გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით.
მან ისაუბრა ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აღნიშნა „ვესტ პოინტში“ შეხვედრა ქართველ კადეტებთან და ხაზი გაუსვა მის კოლეგებთან - მაღალი რანგის პირებთან კიდევ ერთი კომუნიკაციის მნიშვნელობას.
"საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ჩვენს სიმართლეს და ჩვენ პოზიციას ვამტკიცებთ კიდევ უფრო აქტიურად ევროპის და აშშ-ს მასშტაბით. ჩვენი მტკიცება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ჩვენი დღისწესრიგის გაღრმავებასთან მიმართებით ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება, ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ და როდესაც ნიუ იორკში არის ასეთი დიდი კონცენტრაცია მსფოლიო ლიდერების, ეფექტურად იყო გამოყენებული და მე ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.