07 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე სენაკში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

უცხოეთში სამსახურის მოსაძებნად წასული მილიონზე მეტი ადამიანი, უმუშევრობა, ახალგაზრდებში უპერსპექტივობის განცდა, მინიმალური პენსია, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება, უწყლობა - ამ პრობლემებზე საუბრობს სენაკის მოსახლეობა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე.

დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაა.

დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც უცხოეთში ქართველების ლეგალურ დასაქმებას, სტუდენტების დაფინანსებას და პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

„თითოეული ასეთი ადამიანისთვის ცხოვრების გაუმჯობესების გზა არის არჩევნები. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს მისი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას, მხარი დაუჭიროს მისი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საიმედო ხვალინდელ დღეს. აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში და იზრუნებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც აწუხებს ხალხს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები