ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთვის გაგზავნილ წერილში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
ვლადიმერ პუტინის შეფასებით, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა, თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე დინამიურად ვითარდება და მოსკოვი ამ თვალსაზრისით დახმარებას ოკუპირებულ რეგიონს მომავალშიც ჰპირდება.
თარიღთან დაკავშირებით სოხუმში იმყოფება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერიც. რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უმასპინძლა.