03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
არგენტინაში რეალური შოუს 10 მონაწილე დაიღუპა [ვიდეო,ფოტო]

გუშინ არგენტინაში სატელევიზიო რეალური შოუს გადაღებისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგადაც ათი ადამიანი დაღუპა. ტრაგედია არგენტინის ჩრდილოეთით, პროვინცია ლა-რიოხაში მოხდა.

დაღუპულთა შორის ორი არგენტინელი და რვა ფრანგია. ამათგან ორი ცნობილი სპორტსმენი იყო - ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი კამილ მუფა და მოკრივე ალექსის ვასტენი. დანარჩენები კი ადგილობრივი მფრინავები და გადამღები ჯგუფის წევრები. 

ტრაგედიასთან დაკავშირებით შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინის წინ დროშები დაუშვეს, ასევე მწუხარება გამოთქვეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა პირებმა.

სატელევიზიო შოუ Dropped-ის მონაწილეები, რომელსაც არგენტინაში ფრანგული ტელეკომპანია TF1 იღებს, ვერტმფრენებით გადაჰყავთ ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილებში. სცენარის თანახმად, მათ არ უნდა ჰქონოდათ რუკა, კომპასი, კავშირის საშუალება გარე სამყაროსთან და გადარჩენისთვის უნდა ებრძოლათ. 

დღის ამბები