19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ფასების ზრდას უკვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს

ფასების ზრდას უკვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწვავი დაახლოებით 20 პროცენტით, მედიკამენტები 10, ხოლო სურსათი 3,5 პროცენტით გაძვირდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და პიკს სავარაუოდ ახალი წლის დღეებში მიაღწევს, როცა სურსათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.

“ასეთი ტენდენცია თუ შენარჩუნდა ქვეყანაში რაც არის უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში, რისი დათვლაც შესაძლებელია 2022 წლამდე განუხრელად გაგრძელდება წამლებზე ფასების ზრდა საშუალოდ 8-9 პროცენტით წელიწადში. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ მედიკამენტის ფასი შეიძლება 50-60-100 პროცენტით გაიზარდოს. მთავარი მიზეზი ამის არის, ის რომ სახელმწიფოს და ჯან დაცვის სამინისტროს აქვს არასწორი და მავნებლური პოლიტიკა,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მოსახლეობის თქმით ისინი მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში არიან. ფასების ზრდაში კი  მთავრობას ადანაშაულებენ.

დღის ამბები