საქართველო დედამიწაზე არის ერთადერთი კუნძული, სადაც კრიმინალური ჯგუფი უმაღლეს ხელისუფლებაშია - ასე ეხმაურება სკანდალურ ჩანაწერებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი შალვა ნათელაშვილი.
პირველი ლეიბორისტი, სთხოვს და მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო საზოგადოებას დაეხმარონ საქართველოს არსებული ხელისუფლებისგან გათავისუფლებაში.
„ეს არის პრობლემა არამარტო ქართველი ხალხის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უნდა მთელი მსოფლიო დაგვიდგეს გვერდში მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, იმისთვის, რომ ეს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი მეტასტაზა მოვიშოროთ და მოვიჭრათ სხვანაირად ისინი ჩამოგვჭრიან მსოფლიო პოლიტიკიდან თუ უკვე არ ჩამოგვჭრეს,“-ამბობს შალვა ნათელაშვილი.
არსებული ჩანაწერების სრულად გამოქვეყნებასა და დროულ რეაგირებას ითხოვს "შენების მოძროაბის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, აუციელბელია პროკურატურამ არსებული ჩანაწერები უმოკლეს დროში შეისწავლოს და გამოძიება დაასრულოს.
„ეჭვი მაქვს საქმე გვაქვს მძიმე მოვლენასთან და რაც უფრო სრულად გამოაშკარავდება უკეთესია. არ მესმის რას აკეთებს დღეს პროკურატურა, არ მესმის, როგორ ამბობენ მთავრობის წევრები კი ბატონო წავალთ ლონდონში და იქ ვისაუბრებთ თუ საჭიროაო. რაზე საუბრობენ, საქართველოს მთავრობა ლონდონში უნდა ჩავიდეს და იქ ამტკიცოს დამნაშავეა თუ არაა დამნაშავე? თუ საქართველოს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას?“- ამბობს დავით უსუფაშვილი.
"კურიერმა" ბიძინა ივანიშვილის ძმის სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.
ჩანაწერების მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, კონკრეტულ სქემას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მისი გვარის გამო, ახალ ბიზნესს საქართველოში ვერ იწყებს და ამის გამო, დაინტერესებულია ძველი ბიზნესის ამოქმედებით და სურს, ძვირადღირებული მანქანების შემოყვანა.