03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების გადმოსვენების თარიღი ისევ უცნობია

ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კურსანტების საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერ ისევ უცნობია.

მომხდარი ტრაგედიის გამო აშშ-ში საქართველოს ელჩმა შეერთებულის შტატების შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მდივნის სამძიმარი მიიღო.

ჯე ჯონსონმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ამ ფაქტის გამო. იგი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და საქართველოს მთავრობას. ჯე ჯონსონი ასევე გეგმავს დაესწროს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს.

რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე 7 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები