19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ოქუაშვილი ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო და მის განცხადებებში რუსული ხაზია - გია გაჩეჩილაძე ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს აფასებს

ოქუაშვილი ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო და მის განცხადებებში რუსული ხაზია -  ამ განცხადებით, პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე იმ სკანდალურ განცხადებებს, რომელიც ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ოქუაშვილის ინტერვიუსთვის არ მოუსმენია, თუმცა იცის, რომ ისიც და „რუსთავი2“-ც რუსეთზე მუშაობს.

ოქუაშვილს არ ვუსმენ იმიტომ, რომ ის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელია ,რომელიც აღორძინების კავშირით იყო პარლამეტში წარმოდგენილი ,ძალიან კარგად მახსოვს და ეს ალბათ უფრო რუსული ხაზია“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნიშნავდა მისი ეს განცხადება, გაჩეჩილაძემ ასეთი პასუხი გასცა:  „რას ნიშნავს და „რუსთავი2“ მუშაობს რუსეთზე და იმას ნიშნავს“.

მმართველი პარტიის ოფისში საგანგებო სხდომა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. 

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გაკეთდება, თუმცა მმართველი გუნდის წევრები არ საუბრობენ რა იქნება შეხვედრის მთავარი თემა.

არსებული ინფორმაციით, სხდომას დაესწრება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც. 

"ქართული ოცნების" ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები