19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსულ ჯარს "ნაციონალური მოძრაობა" უკან შემოუძღვა - კალაძე

„ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსური ბრალდებების წინააღმდეგ - აცხადებს კახა კალაძე.

პარტიის გენერალური მდივანი ხელისუფლების 6 წლიან საქმიანობას აფასებს. თუმცა კალაძემ საკუთრი გამოსვლის უდიდესი ნაწილი, "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას დაუთმო.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსულ ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში“-აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, სწორედ ამ ძალამ მისცა მოღალატეობრივი ქმედებებით შესაძლებლობა რუსეთს, განეხორციელებინა დიდი ხნის სურვილი და მოეხდინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს. რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით. მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი ითამაშეს და პარალელურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური რევოლუციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალსა და რუსეთის ჯარის საქართველოდან გამყვანს მოღალატე უწოდა “-აცხადებს კალაძე.

კალაძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმით "ნაციონალური მოძრაობა" სპეკულირებს, ამის დასტურად კალაძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობა დაასახელა და განაცხადა, რომ რუსთაველზე შვილმოკლული მამების პროტესტი სწორედ "ნაციონალური მოძრაობისგან" არის მართული.   

ამავე თემაზე
დღის ამბები