19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
როგორც ჩანს, ოქუაშვილი ყველაფერს იწერდა - კობახიძის მტკიცებით, ჩანაწერებში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა არ იკვეთება

როგორც ჩანს, ოქუაშვილი ყველაფერს იწერდა - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ჩანაწერებისა და თავად ოქუაშვილის განცხადებების შეფასებისას.

კობახიძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს დაადასტურებს.

„ჩვენ გვესმის მუდმივად გაუგებარი ჩანაწერები ბატონი ოქუაშვილის მხრიდან გავრცელებული, როგორც ჩანს ის ყველაფერს იწერდა, მას ჰქონია შეხვედრა, როგორც თქვა, ბიძინა ივანიშვილთან თუმცა იქ ჩაწერა არ განუხორციელებია. პასუხები ამოვწურე, არ არის არცერთი შემთხვევა და ფაქტი პოლიტიკური ზეწოლისა ბიზნესზე. ეს არის მტკიცებულება?

არ არსებობს არცერთი ფაქტი, თითოეულ სიტყვას დააკვირდით, სადაც განხორციელდა პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან. უყურეთ რას ვამბობ?!-  და შესაბამისად, დააკვირდით რას ვამბობ, ვერავინ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას ასეთი ფაქტის თაობაზე“-ამბობს კობახიძე.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში. 

ზაზა ოქუაშვილმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე დეტალურად გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა. ზაზა ოქუქშვილი ამბობს, რომ მისი ბიზნესის რეკეტი, იარაღის მუქარით მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები