19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილთან არ მაქვს არაფერი საკითხავი - ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილთან კითხვები არ აქვს

ივანიშვილთან არაფერი მაქვს საკითხავი - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი შეკითხვას „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადებების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესზე და მედიაზე არსებული ზეწოლის პრეცედენტი აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების ესახებ გავრცელებულ აუდიომასალასა და ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომ მას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი არეკეტებდა და მისგან 4 მილიონს ითხოვდა, ზურაბიშვილს კითხვებს არ უჩენს და არც ივანიშვილისგან მოუსმენია განმარტებები.

„არ მქონდა ამ ტიპის საუბარი, როგორც მომავალი პრეზიდენტი ვარ და ვიქნები,  როგორც მედიის დამცველი, ისე ბიზნესის დამცველი.

არასოდეს განმეორდება ის, რაც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომ ბიზნესი იყო დარეკეტებული“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები