19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
მე რამდენიმე დროში დაგიბრუნდებით და მოგცემთ ინტერვიუს - ივანიშვილმა "ოცნების" ოფისი უკომენტაროდ დატოვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ გამართული ბრიფინგი, რომელიც 6 წლიანი მმართველობის შეჯამებას მიეძღვნა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო, უკომენტაროდ დატოვა. 

ივანიშვილი ბრიფინგს ესწრებოდა, თუმცა განცხადება არ გაუკეთებია. 

"მე რამდენიმე დროში დაგიბრუნდებით და მოგცემთ ინტერვიუს. დღეს არ ვაპირებ,"-მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია სად და როდის აპირებს მედიასთან შეხვედრა. 

"ქართული ოცნების" ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა შედგა. შეხვედრას "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა, შემდეგ კი განცხადება მედიასთან პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები