19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს ღიმილს იწვევს - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრის დროს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბიზნესსა და მედიაზე ზეწოლა არ ხორციელდება.

„რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს ღიმილს იწვევს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების საჯარო ბრალდებების პასუხად გააკეთა. ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები