03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხმაური იყო ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან. კახში მცხოვრებმა ქართველებმა და ლაგოდეხის მცხოვრებლებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მომავალ მანქანებს არ ატარებდნენ. მათ პროტესტის მიზეზად ის რეგულაციები დაასახელეს, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი საქართველოდან 2005 წელს ზემოთ გამოშვებულ მანქანებს არ უშვებს.

საზღვართან შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემა მოაგვაროს.

ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა.

დღის ამბები