„ქართულ ოცნებაში“ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა არ გამორიცხა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, შესაბამისი წინაპირობა არ არსებობს.
„ასეთი დონის შეხვედრა პირველ პირებს შორის, იმ მოცემულობაში, რომელიც ახლა გვაქვს, როდესაც რუსეთის სრულიად უგულებელყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას, მგონია, რომ არის შეუძლებელი,“-განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.
რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას მავნებლურ გადაწყვეტილებას უწოდებს ოპოზიცია.
„თავად ს განცხადება უკვე არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი და არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ივანიშვილმა დაგეგმა მავნებლურად. ამით საქართველოს უნდათ ჩამოაცილონ საერთაშორისო მხარდაჭერა და პრობლემა დაიყვანონ მოლაპარაკებების დონეზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
განცხადება გრიგორი კარასინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.