19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ქართული მხარის ახალი სამშვიდობო ინიციატივა იყო. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ასევე მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი.

„მინისტრ ზალკალიანთან ჩემი პირველი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“, რომელიც მალე გაიხსნება. ასევე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ევროპული უსაფრთხოება; ჩვენი ერთიანი პოზიციის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის მიმართ და იმ მიზანმიმართული პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აწარმოებს,”-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშიმ.

დღის ამბები