19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
„გადასახადი ვისაც გადასახდელი აქვს, უნდა გადაიხადოს" - გიორგი ქობულია

„გადასახადი ვისაც გადასახდელი აქვს, უნდა გადაიხადოს და ის ვალი, რაც აქვს გადასახდელი,“- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გიორგი ქობულიას თქმით, ყველამ გადასახადი თუ დავალიანება უნდა აუცილებლად უნდა დაიფაროს.

სკანდალურ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას ეკონომიკის მინისტრის გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა ხდება.

„რაღაც მიზეზების მოგონება, რომ არ გადაიხადონ, არ არის წესიერება,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დღეს მორიგი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი "კურიერმა" მოიპოვა. 

აღნიშნულ ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ. 

აღნიშნულ ჩანაწერში ნახსენებია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები