19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,-ქეტევან ციხელაშვილი

ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის პროცედურები, რომლებიც ასეთი უკანონო დაკავებების დროს ხდება, მომდევნო 2 დღის განმავლობაშია დაგეგმილი. გვიან ღამით მინისტრი ხურვალეთში, გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა და მათ ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.

სამი შვილის დედა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან შაბათს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დააკავეს და მას ე.წ. სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. 

დღის ამბები