19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ხურვალეთიდან გატაცებული ქალბატონის საკითხი, ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრაზე განიხილა

ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში გრიგორი კარასინთან გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი. თუმცა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის დროს მომხდარის დეტალები არც ერთი მხარისთვის ცნობილი არ იყო. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინი მას მომხდარის დეტალებში გარკვევას და ინფორმირებას დაპირდა.

"საუბრის დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი მანდატით არ არის გათვალისწინებული, ამჯერადაც ვისაუბრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე ვისაუბრე ამაზე (ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი) ახალი იყო ჩემთვის ეს ინფორმაცია, მან არი იცოდა ეს, არ ჰქონდა ინფორმაცია დამპირდა რომ დაინტერესდება აუცილებლად, გაარკვევს დაგვიკავშირდება და მოგვაწვდის ინფორმაციას,"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები