19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს - ყოფილმა პრემიერმა ღამე საავადმყოფოში გაატარა

გასული ღამე ვანო მერაბიშვილმა კლინიკაში გაატარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის "მედიკლაბში" დატოვეს. სავარაუდოდ, მერაბიშვილს ციხეში დღეს გადაიყვანენ. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა, დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. გაურკვეველია ისიც, მოწამლულია თუ არა ყოფილი პრემიერი.

"ვართ ისევ იგივე ნიშნულთან, რეალურად ჩვენ ამ მომენტამდე არ ვიცით რა სჭირს და ამ მომენტამდე არ ხდება მისი სწორი მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის რომ ის მოთავსებული იყოს მრავალპროფილურ კლინიკაში და იქ დარჩეს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება კვლევებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს დიაგნოზი,"-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი.

დღის ამბები