19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"მაფიოზურ-კორუფციულ სკანდალი" - ოპოზიცია "ომეგას" საქმის გამო, უმრავლესობას აკრიტიკებენ

დღევანდელი სესიის პლენარული სხდომა სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის. ოპოზიცია კომპანია "ომეგასთან" დაკავშირებულ თემებზე ყურადღების გამახვილებას აპირებს. 

ისინი პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვენ და სკანდალური ჩანაწერებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებენ.

კიდევ ერთი განხილვის თემა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა, რომელიც ბიზნეს ომბუდსმენს უკავშირდება. ოპოზიციის არც ერთი წინადადება უმრავლესობისთვის არაა მისაღები. 

"ომეგა" არის ის შემთხვევა, რომლიც გარემოებათა გამო იძულებული გახდა გამოემჟღავნებინა ეს ფაქტი, მაგრამ რამდენი მსგავსი კომპანიაა, რომელიც შეშინებულია, რომელიც ვერ ბედავს და ჩვენ ვხედავთ, რომ ამან უკვე მიიღო სისტემური ხასიათი"-აცხადებს რომან გოცირიძე.

"ევროპულ საქართველოში" კი "ომეგას" საქმეს "მაფიოზურ-კორუფციულ სკანდალს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს თემა საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

"ცხადია, რომ სესიაზე ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რითიც შეშფოთებულია მთელი საზოგადოება და რაზეც პასუხს გაურბის "ქართული ოცნება" - ეს არის ის მაფიოზურ-კორუფციული სკანდალი, რომელიც დაკავშირებულია "ომეგასთან," ასევე ამასთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის სალომე ზურაბიშვილის შავი ფულით დაფინანსება,"-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

უმრავლესობა ჩანაწერების გაკეთებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გასარკვევი საკითხები ობიექტური გამოძიების ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

"მე ვისურვებდი, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ისეთი სტანდარტი ადამიანების ნერვები კი არ ვამოწმოთ ჩანაწერებით და ამ კონსპირაციული კასეტებით თუ აუდიოფაილებით თუ ვიდეოფაილებით, არამედ, ცივილიზებულ სამართლებრივ გზებს მივმართოთ ხოლმე, როგორიც არის, გასარკვევ საკითხებზე ობიექტური გამოძიების ჩატარება,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

დღის ამბები