ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მერაბიშვილი “მედიკლაბში“ გუშინ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. გამოკვლევების შემდეგ, ის კლინიკაში დატოვეს.
ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. გაურკვეველია ისიც, მოწამლეს თუ არა ყოფილი პრემიერი.
როგორც ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, იურისტებმა უკვე მიმართეს „მედიკლაბის“ ხელმძღვანელობას და სთხოვეს რომ კონსილიუმს დაასწრონ მერაბიშვილის ოჯახის მიერ შერჩეული ექიმები.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილს რეალურად გამოკვლევები არ უტარდება და მისი საავადმყოფოში მეხუთედ გადაყვანა ეჭვებს იწვევს.
„ჩვენი მოთხოვნაა კონსილიუმს დაესწრონ ოჯახის მიერ მოძიებული ექიმები, ჩვენ ახლა მივმართავთ სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ მოთხოვნით. მათთვისაც მისაღები უნდა იყოს, თუკი ეს კონსილიუმი იქნება მოცულობითი. რა თქმა უნდა, გვაქვს უნდობლობა. მეხუთედ მოხდა მერაბიშვილის გაყვანა ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს მოჩვენებით გაყვანებს დაემსგავსა, თითქოს საზოგადოებაში ქმნიან ილუზიას რომ მას მკურნალობენ.
"დღემდე ეს ადამიანი მკურნალობის ქვეშ არ იმყოფება. ამ კლინიკაში გადმოყავანის მიზანი არი სმხოლოდ და მხოლოდ ის, რომ 8 ნივთიერებაზე ხომ არ არის მოწამლული, ეს ნივთიერებები არის ტყვია, თუთია, მაგნიუმი ის მძიმე მეტალები რაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანს ჰქონდეს დაბინძურებული გარემოს გამო. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათ სურთ მიიღონ ისეთი დოკუმენტალური "გაპრავება," რაც მათთვის მისაღები იქნება“-აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.